ახალი ამბები

თელავში ყოველკვირეული ღონისძიებები ,,თელავური შემოდგომა,, იწყება

,,თელავში ,,თელავური შემოდგომის” ფარგლებში ყოველკვირეული ღონისძიებები იწყება.

ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში, დამთვალიერებლებს ყოველ შაბათს და კვირას საშუალება ექნებათ გაეცნონ ადგილობრივი მეწარმეებისა და ხელოვანების ნამუშევრებს, დაესწრონ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტებს.

,,ყოველკვირეული ღონისძიებები 5 სექტემბერს 14: 00 ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვით დაიწყება. 17:00 საათზე კი გაიმართება ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.

გარდა ამისა, 6 სექტემბერს 14:00 საათიდან შედგება ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.17:00 საათზე კი ჩატარდება მუსიკალური ბენდის ,,ღამურები,, კონცერტი”,– აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.