ახალი ამბები

5 სექტემბერს გურჯაანში, ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრი გაიმართება.

5 სექტემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკის განახლებულ სპორტულ არენაზე, შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში გაიმართება.

ღონისძიებაში, ადგილობრივ მოჭიდავეებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ, მსოფლიოსა და ევროპის სახელგანთქმული მოჭიდავეები და ვეტერანი სპორტსმენები.

შეჯიბრი 17:00 საათზე დაიწყება.