ახალი ამბები

17-20 სექტემბერს წინანდალში კლასიკური მუსიკის ფესტივალი ჩატარდება

კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის წინანდლის ფესტივალი 4 დღით ბრუნდება და მსმენელს უნიკალურ, ჭავჭავაძეების მამულში ეპატიჟება.

17-20 სექტემბერს მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ლეგენდარული შემსრულებლები: Martha Argerich, Nelson Goerner, Alexandre Kantorow, Daniel Lozakovich, Gianandrea Noseda, ნიკოლოზ რაჭველი, ლიზა ბაგრატიონი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და სუხიშვილები.

ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, სტუმრებს საშუალება ექნებათ, დადგენილი რეგულაციების დაცვით, კონცერტებს ღია ამფითეატრში დაესწრონ.

ფესტივალის დამფუძნებელია კომპანია Silk Road Group. წინანდლის ფეტივალს წარმოგიდგენთ Silknet – სილქნეტი.