ახალი ამბები

თელავის ისტორიული მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზები ვიზიტორიებისათვის გაიხსნა

დღეიდან, თელავის ისტორიული მუზეუმის ყველა საექსპოზიციო დარბაზი ვიზიტორიებისათვის გაიხსნილია.

მუზეუმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პანდემიის შემდეგ, დღემდე, საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა დაეთვალიერებინა მხოლოდ მეფის სასახლე.

,,მიუხედავად იმისა, რომ დამთვალიერებლებისთვის საექსპოზიციო დარბაზები გაიხსნა, მუზეუმში მოსული ვიზიტორი მაინც ვალდებულია ჰქონდეს პირბადე და გაიაროს თერმოსკრინინგი.

პირბადის გარეშე დაიშვებიან მხოლოდ 6 წლამდე ბავშვები და პირები, რომლებიც პირბადით სუნთქვის პრობლემასთან დაკავშირებით ექიმის მიერ დამოწმებულ სამედიცინო ცნობას წარმოადგენენ”, – აცხადებენ თელავის ისტორიულ მუზეუმში.