ახალი ამბები

კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯამრთელობის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურად მშვიდია.

მისი განცხადებით, რეგიონში Covid 19-ის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.

,,ამ დროისთვის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. კარანტინის 4 ლოკაციაზე იმყოფება 184 მოქალაქე. თვითიზოლაციაში კი 5 პირი.

ასევე აქტიურად მიმდინარეობს სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება.

1 სექტემბერს აღებული და PCR ტესტირებისათვის გაგზავნილი იქნა 148 ნიმუში. ყველა მათგანის ტესტირების შედეგი ცნობილი და ნეგატიურია.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ტესტირებულია 15813 ნიმუში”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.