თელავში გიორგი შიოშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა
თელავში საზოგადო მოღვაწის, საქართველოს დამსახურებული პედაგოგის, თელავის საპატიო მოქალაქის გიორგი შიოშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა.
ღონისძიებას გიორგი შიოშვილის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის და სხვადახვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე სიტყვით გამომსვლელებმა ცნობილი პედაგოგის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს.