გურჯაანში 7 წლის ნატალის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართება
7 წლის ნატალი ბლიაძეს დასახმარებლად გურჯაანში საქველმოქმედო აქცია გაიმართება. სისხლის ბანკი მზადაა ჩაიბაროს სისხლი და 1000 დონორის მოგროვების შემთხვევაში ნატალის მკურნალობისთვის საჭირო 25 000 ლარს გადაურიცხავს.
ნატალის მეგობრების თქმით, ბავშვს მოულოდნელად დაუდგინდა ყველაზე საშიში და მძიმე ფორმის ბიკო სარკომა. ის ამ დროისთვის ისრაელში მკურნალობს. მისი მეოთხე ქიმიო -თერაპია წარმატებით დასრულდა. 2 თვეში კი ოპერაცია იგეგმება, რაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 8 სექტემბერს, გურჯაანში დომბიტის შენობაში, Bibi’s MaKe Up სალონში (ფინკა ბანკის გვერდით) დილის 09:00 სთ-დან 15:00 საათამდე, გვეწვევა სისხლის ბანკი.
სისხლის ჩასაბარებლად აუცილეველია თან იქონიოთ პირადობა (ან უკარნახეთ პირადი ნომერი). სისხლის აღებიდან 2 თვე უნდა იყოს გასული.
სისხლს ვერ გაიღებს ადამიანი, რომელსაც C ან B ჰეპატიტი აქვს ან ჰქონდა. სისხლის გაღება ასევე არ შეიძლება ლაქტაციის პერიოდში.
ასევე შეგიძლიათ მიხვიდეთ (ყოველდღე, კვირის გარდა) თბილისში, ქავთარაძის 44 ნომერში ნაციონალური სისხლის ბანკი. ნატალის სახელზე შეძლებთ სისხლის გაღებას.
სისხლის ასაღებად მსურველ პირებთან მანქანა ნებისმიერ ლოკაციაზე მივა. მანქანაში სისხლის ჩაბარების პირობებში შესაძლებელია 25-მდე ადამიანის სისხლის აღება, ოთახის პირობებში 50-მდე ადამიანის.
საკონტაქტო:
558653262 სალომე
551505150 ანა
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე