იაპონიის ელჩი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს ესტუმრა
იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა ლოგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალს ესტუმრა.
ის ადგილზე გაეცნო არსებულ ინფრასტრუქტურას და დაათვალიერა მაჭის ციხის ბილიკი.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი სულამანიძეს ინფორმაციით, ელჩმა მოინახულა მე-7 საუკუნეში არჩილ მეფის საზაფხულო სასახლის ნანგრევები.