თელავში მცხოვრებმა გოგონამ ფეხსაცმლის ბიზნესი დაიწყო
ახალგაზრდა გოგონა ნინო მრელაშვილი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის მოდის დიზაინის კურსდამთავრებულია, რომელიც სწავლის დასრულების შემდეგ თელავში დაბრუნდა და ფეხსაცმლის წარმოება დაიწყო. მეწარმე საკუთარი დიზაინით შექმნილ ნაწარმს ინტერნეტის საშუალებით ყიდის.
ნინო მუდმივად ეძებს განვითარების შესაძლებლობებსა და საგრანტო პროგრამებს, რათა გაზარდოს პროდუქციის წარმოება და დაასაქმოს რამდენიმე ადგილობრივი.
როგორც თავად აღნიშნავს, მანქანა-დანადგარების დამატებით შეძენის შემდეგ გაიზრდება რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა. დღემდე, გაყიდული აქვს დაახლოებით 200 ფეხსაცმელი. ნინოს ფეხსაცმლის მოდელები მსუბუქი, ნატურალური მასალით არის შესრულებული.
ცოტა ხანში მეწარმის პროდუქციამ პოპულარობა უკვე მოიპოვა.
ნინოს ფეხსაცმელს საკუთარი პრინტით ალამაზებს. ფეხსაცმლის კერვის გარდა, ქმნის ნახატებს, რომელიც ინდივიდუალური სტილით გამოირჩევა.
მეწარმეს შესახებ უფრო მეტი შეგიძლიათ შეიტყოთ მისი ფეისბუქ გვერდიდან.
გაიცანით სხვა მეწარმე ქალთა პროდუქტებს და მოიწონეთ „მეწარმე ქალთა კლუბის“ გვერდი თელავში.