ახალი ამბები

ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ქართული ღვინო გაიყიდება

ღვინის კომპანია ,,Best Georgian Wines-ის” დამფუძნებლის გიორგი ბერიკაშვილის ინფორმაციით, ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ქართული ღვინო გაიყიდება.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე აშშ-ის ორ ლოკაციაზე, ვანკუვერსა და გერმანიაში მდებარე სამხედრო ბაზებზე იგეგმება ღვინის განთავსება.

მისივე განცხადებით, სასტარტო ეტაპზე ბაზებზე 600-600 ბოთლ ქართული ღვინოს გააგზავნიან, თუმცა ვარაუდობენ, რომ მომავალში გაიზრდებაროგორც – ღვინის მოცულობა, ისე იმ სამხედრო ბაზების რაიდენიბა სადაც ქართული ღვინო გაიგზავნება.

„ამერიკული ბაზარი ღვინის მოხმარებით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია და მათი დაინტერესება ქართული ღვინით ყოველწლიურად იზრდება, თუმცა შეიარაღებული ძალები სერიოზულად ჩაკეტილია და მათთან კავშირი ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ უკვე მივიღეთ დადასტურებული პასუხი, რომ ჩვენთან ურთიერთობას იწყებენ. მოსაგვარებელი მხოლოდ ლოჯისტიკური საკითხები რჩება.

ასევე, ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ამერიკის შეიარაღებულ ძალებს თავიანთ სამხედრო ბაზებზე აქვთ როგორც სუპერმარკეტები, ისე რესტორნები, ბარები და ა.შ. ახლა საუბარი მიდის იმაზე, რომ, ჯერჯერობით, ორ სამხედრო ბაზაზე მდებარე მაღაზიებში განთავსდეს ჩვენი პროდუქცია. ეს იქნება პირველი ქართული პროდუქტი, რომელიც ამერიკულ სამხედრო ბაზებზე შევა. ჩვენ ვაწარმოებთ 12 დასახელების ღვინოს, თუმცა ამ ეტაპზე ამერიკულ ბაზებზე შევიტანთ რამდენიმე დასახელებას: “წინანდალი“, “მწვანე“, მუხის კანში დაძველებული „საფერავი“ და ქვევრის “რქაწითელი“, – განუცხადა bm.ge-ს გიორგი ბერიკაშვილმა განუცხადა.