მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული 22 მილიონი ადამიანია
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზცაციისა და ქვეყნების სტატისტიკური ინფორმაციის კვლევის შედეგად კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვმა მთელ მსოფლიოში 22 მილიონს გადააჭარბა. Worldometers – ის ინფორმაციით, ამ დრომდე სულ დაინფიცირდა 22 069 420 ადამიანი, ხოლო მათგან 777 751 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსისგან კი გამოჯანმრთელდა 14.8 მილიონი პირი.
დაავადებულთა რაოდენობით პირველ სამეულში აშშ ლიდერობს 5.6 მილიონი ადამიანი, მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც 3.3 მილიონი ადამიანია „კოვიდ 19“-ით დაავადებული, მესამე ადგილზე კი ინდოეთია 2.7 მილიონი ინფიცირებულით.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დღემდე კორონა ვირუსით დაავადებულია 1351 ადამიანი, რომელთაგან 1092 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.