ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ გზაზე მანქანების გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.
უწყებაში განმარტავენ, რომ თუშეთისკენ მიმავალი გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის ტექნიკა ადგილზე იქნება მობილიზებული და მეწყერის ან სხვა გარემო პირობების ზემოქმედების შედეგად ჩახერგილი გზის გასუფთავებას ოპერატიულად მოახდენს.