თელავის მუნიციპალიტეტი ევროკომისიის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა
საქართველოდან თელავი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპის ქვეყნებს შორის საკეთესო მდგრადი ენერგეტიკული პროექტის გამოსავლენად კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა. კონკურსს ევროკომისიის ენერგეტიკის დირექტორატი ატარებს.
როგორც “კახეთის ხმას” თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს ფინალში ექვსი სხვადასხვა ქვეყნის ექვსი პროექტი გავიდა.
“პროექტი თელავის მუნიციპალიტეტმა ენერგოეფექტურობის ცენტრთან ერთად შეიმუშავა. იგი მიზნად ისახავს ორი საბავშვო ბაღის ენერგოეფექტურ რეაბილიტაციას და ადგილობრივი მყარი სასოფლო – სამეურნეო (მევენეხეობის) ნარჩენების გამოყენებას ამ ბაღების გასათბობად. მოქალაქეებს ვთხოვთ, შევიდნენ მითითებულ ბმულზე და ხმა მისცენ ერთადერთ პროექტს”, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
გამარჯვებული პროექტი გამოვლინდება ევროკომისიის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე ხმის მიცემის საშუალებით.
იხილეთ ბმული: https://voting.eapenergyawards.eu/…

