ახალი ამბები

კორონავირუსზე კახეთში 185 მოქალაქის ტესტირების პასუხი უარყოფითია

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონა ვირუსზე გამოსაკვლევად გაგზავნილ 185 მოქალაქის ნიმუშში კორონავირუსი არ აღმოჩნდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.

როგორც “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა რეგიონიდან ლუგარის ცენტრში კოვიდ ინფექციაზე დღემდე 4581 ნიმუში გამოიკვლიეს.

“ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 3 მოქალაქე. 5 ადამიანი მოეხსნა ამ რეჟიმიდან. კარანტინში, 5 ადგილას, კი 176 მოქალაქეა მოთავსებული. 5 ივნისს ლუგარის ცენტრში გაიგზავნა 185 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და უარყოფითია. კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4581 ნიმუში, საიდანაც 1450 მედიკოსი, 1724 კარანტინის ვიზიტორი და სასტუმროს პერსონალი, 223 შშმ პირი და ტრაილერის 33 მძღოლი გამოიკვლიეს”, – აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.