ირაკლი ღარიბაშვილი კახეთში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა არცერთ ოლქში არ განიხილება.
ამის შესახებ “კახეთის ხმას” თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თავდაცვის მინისტრმა შესაძლოა, კახეთის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყაროს კენჭი, მიზანმიმართული სიცრუა და სიმართლეს არ შეესაბამება.
„თავდაცვის მინისტრის პრიორიტეტია სამხედროების ზრუნვისა და მზადყოფნის ამაღლების მიზნით თავდაცვის ძალებში დაწყებული ძალიან ამბიციური რეფორმები და მოდერნიზაციის გეგმა. ირაკლი ღარიბაშვილი სრულად ფოკუსირებულია მათ წარმატებით განხორციელებაზე. მისი კანდიდატურა არც ერთ მაჟორიტარულ ოლქში არ განიხილება და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მიზანმიმართული სიცრუეა“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.