ახალი ამბები

ქალაქ გურჯაანში შუქნიშნები ორ ქუჩაზე დამონტაჟდება

ქალაქ გურჯაანში შუქნიშნების მონტაჟი მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, შუქნიშნები ორ ლოკაციაზე განთავსდება. კერძოდ კი, წმინდა ნინოსა და თავისუფლების ქუჩის გზაჯვარედინზე და კოსტავასა და თავისუფლების ქუჩების გადაკვეთაზე.

მერის ინფორმაციითვე, შუქნიშნების მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 140 000 ლარს შეადგენს.