დავით სონღულაშვილი დეპუტატის კანდიდატად მის წარდგენაზე კომენტარისგან თავს იკავებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ კახეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება, კომენტარისგან თავს იკავებს.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური ინფორმაცია თვის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
,,მთავარი არხის” ინფორმაციით, კახეთის ორ ოლქში, მაჟორიტარ კანდიდატებად შესაძლოა, მოქმედი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი იყვნენ.
ამავე კანდიდატებთან ერთად, განიხილება ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურაც.