ახმეტაში ავტოავარიას 25 წლამდე ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა
ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ალავერდისკენ მიმავალ გზაზე, მსუბუქი ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანაში მყოფი სამი მგზავრიდან ერთ – ერთი, 25 წლამდე ასაკის ახლაგაზრდა, ავტომანქანიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
მანქანაში მყოფი ორი მგზავრი, მსუბუქად დაშავდა.
გარდაცვლილი ახალგაზრდა, ყვარლის მაგისტრი მოსამართლის ვაჟია.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.