ახალსოფლის ,,ახალგაზრდული ცენტრი” სექტემბრიდან განაახლებს მუშაობას
ახალსოფლის ,,ახალგაზრდული ცენტრი” 2015 წლიდან ფუნქციონირებს, ორგანიზაციაში ერთიანდება 10-ზე მეტი ხელმძღვანელი და 100-ზე მეტი ბავშვი.
იგი მოიცავს საგანმანათლებლო, ეკოლოგიურ, სპორტულ და საქველმოქმედო პროექტებს. კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციები ახალსოფლის ცენტრიც შეფერხებით მუშაობს.
” პანდემიის გამო, მოგვიწია გაგვეუქმებინა ეთნო ბანაკი და სექტემბრამდე გაგვეგრძელებინა ონლაინ მუშაობა”,- განუცხადა knews.ge-ს ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ეთო მოსულიშვილმა.
ავტორები: მარიამ ოქროცვარიძე, ზურა არჩემაშვილი