სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციისთვის სავარაუდოდ 2 მილიონ 96 315 ლარი დაიხარჯება.
,,პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია მთავარი შენობის რეაბილიტაცია; ახალი სველი წერტილების მოწყობა; ახალი საქვაბე შენობის აგება; გარე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა; სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, მათ შორის სატრანპორტო გზის, რომელიც დამატებულია პროექტში; სარეაბილიტაციო შენობისთვის წყლის, გათბობის, ვენტილაციისა და ელექტრო ქსელების მონტაჟი. ტენდერზე წინადადებების მიღება 26 ივნისს დაიწყება და პირველ ივლისს დასრულდება”, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 10 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.