დავით ქაცარავა სუს-ში დაკითხვაზე დავით გარეჯთან დაკავშირებით დაიბარეს
„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსში დაკითვაზე იმყოფება.
სუსში განმარტავენ, რომ დავით ქაცარავა დავით გარეჯთან დაკავშირებით დაიბარეს.
„ეს პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას.კერძოდ, ეს პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ კახეთის რეგიონში წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.ცნობისთვის, სუს-მა 30 მაისს კახეთის რეგიონში რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება დაიწყო.
უწყების მტკიცებით, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.
“პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რომელიც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს”, – განმარტავენ სუსში.