კახეთში კორონავირუსზე 52 მოქალაქის ტესტირების შედეგი უარყოფითია
კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე კიდევ 52 მოქალაქის ნიმუში გამოიკვლიეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, არც ერთ საკვლევ მასალაში “კოვიდ-19” არ დადასტურდა. ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია და კორტროლს ექვემდებარება.
“თვითიზოლაციაში იმყოფება 12 მოქალაქე. 2 ადამიანს მოეხსნა სპეციალისტების მეთვალყურეობა. კარანტინის სივრცეებში, 5 ადგილას, კი იმყოფება 163 მოქალაქე. 2 ივნისს გაიგზავნა ლუგარის ცენტრში 52 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია”, – განუცხადა knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე განმარტებით, კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილ 4221 ნიმუშს ჩაუტარდა ტესტირება, საიდან 1331 მედიკოსი, 1536 კარანტინის ვიზიტორები და სასტუმროს პერსონალი, 223 შშმ პირი – და 26 ტრაილერის მძღოლი გამოიკვლიეს.