რა გავლენა იქონია კორონავირუსის პანდემიამ სათემო კავშირ “ჰერეთზე”
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რამდენიმე თვის განმავლობაში სათემო კავშირ “ჰერეთს” ოფისი დაკეტილი ჰქონდა. როგორც knews.ge-ს სათემო კავშირის თავმჯდომარემ განუცხადა, ორგანიზაცია საქმიანობას სამი თვის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში აგრძელებდა, თუმცა დაწესებული რეგულაციების გამო ბევრი პროექტის განხორციელება ვერ შეძლეს.
“ჩვენი ორგანიზაცია უამრავი პროექტის განხორციელებაშია ჩართული. ეპიდემიის გამო სამ თვიანი გეგმის გადადება მოგვიწია, თუმცა პირველი ივნისიდან წლის ბოლომდე დავგეგმეთ აქტივობები”, – განუცხადა knews.ge-ს თათია გელაძემ.
სათემო კავშირი “ჰერეთი” უკვე დიდიხანია, რაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტ სოფელ ჰერეთისკარში ფუნქციონირებს. ორგანიზაცია ახალგაზრდებთან, ქალებთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასთან აქტიურად თანამშრომლობს.
ავტორები: მარიამ ოქროცვარიძე, ზურა არჩემაშვილი