ახალი ამბები

კახეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია

კახეთი კვლავ ინარჩუნებს მწვანე ზონის სტატუსს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ სტაბილურია და კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

“თვითიზოლაციაში იმყოფება 13 მოქალაქე. 4 მოქალაქე მოიხსნა თვითიზოლაციიდან. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე მოთავსებულია 411 მოქალაქე.

ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების გამოკვლევაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალის, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლების, შშმ პირების, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარების, მათი მომვლელების, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების, კარანტინში მყოფი პირების, კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალისა და საბაჟოს თანამშრომლების.

17 მაისს აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 9 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. ასევე ნეგატიურია 16 მაისის ყველა ნიმუშის პასუხიც. სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2784 ნიმუში”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.