ახალი ამბები

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა კახეთში საავადმყოფოებს სამედიცინო ეკიპირებას გადასცემს

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლოთეკის ინიციატივით, კახეთის რეგიონის საავადმყოფოებში სამედიცინო ეკიპირების დარიგების აქცია დაიწყო.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ეზოში გააკეთა.

,,კორონავირუსთან ბრძოლაში ექიმები პირველი დარტყმის ქვეშ არიან და ყველაზე მეტად რისკავენ ამ ვითარებაში. ამიტომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ინიციატივით, დავიწყეთ აღჭურვილობის დარიგება, სადაც ექიმის დაცვისათვის საჭირო ყველა ნივთია”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

სამედიცინო ეკიპირება, რამდენიმე დღის განმავლობაში, კახეთის ყველა საავადმყოფოს გადაეცემა.
თელავის ცენტრალურმა საავადმყოფომ, ცხელების ცენტრას გადაკეთების შემდეგ, ასზე მეტი საეჭვო პაციენტი მიიღო.
დღეისათვის “კოვიდ-19”-ზე საავადმყოფოს ყველა თანმშრომელი გამოიკვლიეს და ახალი ვირუსული ინფექცია არც ერთს არ დაუდასტურდა.