ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსი 19 მოქალაქეს არ დაუდასტურდა

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 16-17 მაისს გაგზავნილი 19 ნიმუშის პასუხი ნეგატიურია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეგიონში კორონავირუსის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.

“თვითიზოლაციაში იმყოფება 13 მოქალაქე. 4 მოქალაქეს მოეხსნა სპეციალისტების მეთვალყურეობა.
რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე იმყოფება 411 მოქალაქე.

ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების გამოკვლევა, კერძოდ სამედიცინო პერსონალის, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლების, შშმ პირების, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარების, მათი მომვლელების, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების, კარანტინში მყოფი პირების და საბაჟოს თანამშრომლების 17 მაისს ლუგარის ცენტრში გავაგზავნეთ 9 ნიმუში ცხელების ცენტრებიდან.

ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. ასევე ნეგატიურია 16 მაისს გაგზავნილი ნიმუშების შედეგები.
კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2784 ნიმუში, აქედან 963 მედპერსონალს ეკუთვნის, 853 კარანტინში მყოფ მოქალაქეებს. გარდა ამისა, კორონავირუსზე გამოიკვლიეს 149 შშმ პირი და ლაგოდეხის საბაჟოს 74 თანამშრომელი”,
– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.