დღეიდან 3 ადამიანის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
დღეიდან 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა. აღნიშნული ეხება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში მოქალაქეთა შეკრებას.
პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ამასთანავე ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.
,,გარდა ამისა კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს”,– განაცხადა გიორგი გახარიამ.