„საქპატენტმა“ ღვინის ახალი ადგილწარმოშობის დასახელება “წარაფი” დაარეგისტრირა
საქართველოში რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრს “წარაფი” დაემატა.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრმა- საქპატენტმა, შესაბისი პროცედურების დასრულების შესაბამისად, ქართული ღვინის ახალი ადგილწარმოშობის დასახელებაზე “წარაფი” ა(ა)იპ კარდენახის ღვინის სახელზე რეგისტრაციის მოწმობა გასცა.
„საქპატენტში“აცხადებენ, რომ ექსპერტიზამ დაადასტურა აღნიშნული ღვინის განსაკუთრებულობა, რომელიც განპირობებულია გეოგრაფიული არეალითა და ზონით, ყურძნის დამუშავებით, ღვინის დამზადების წესით, ღვინის განსაკუთრებულ ხარისხთან კავშირით, რეპუტაციასა და გეოგრაფიულ ადგილს შორის და სხვა მახასიათებლებით.
„წარაფის მიკროზონა მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, მზადდება მხოლოდ წარაფის მიკროზონაში მოწეული რქაწითელის ჯიშის ყურძნიდან, რომელსაც შეიძლება დაემატოს 15%-მდე კახური მწვანის და/ან ხიხვის ჯიშის ყურძენი. დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება. აღსანიშნავია, რომ „წარაფი“ მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისაგან”, – აცხადებენ საქპატენტში.