ახალი ამბები

კახეთში ცხელების კლინიკებისა და სასწრაფო დახმარების მედიკოსებს კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ გამოიკვლევენ

კორონავირუსით დაინფიცირების მხრივ ყველაზე მაღალ რის ჯგუფს მიეკუთვნებიან ცხელების კლინიკებისა და სასწრაფო დახმარების მედიკოსები.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, მათ “კოვიდ-19”-ზე ორ კვირაში ერთხელ გამოიკვლევენ.

როგორც “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, შესაძლოა მომავალში პროტოკოლი შეიცვალოს და სასწრაფო დახმარების და ცხელების ცენტრებში მომუშავე ექიმებს ტესტირება კვირაში ერთხელ ჩაუტარონ.

“მედიკოსები მაღალ რისკ ჯგუფს განეკუთვნებიან და ამიტომ უტარდებათ მათ ტესტირება. სასწრაფო დახმატრებისა და ცხელების კლინიკების ექიმები კი ყველაზე მაღალ რის ჯგუფში შედიან. მათ ორ კვირაში ერთხელ გამოვიკვლევთ და არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ კვირაში ერთხელაც კი ჩაუტარდეთ ტესტირება. დღემდე კორონავირუსზე 963 მედიკოსია გამოკვლეული”, – განუაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.