თუშეთის გზა სავარაუდოდ 8 ივნისს გაიხსნება
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდა სავარაუდოდ ამ კვირაში განახლდება.
როგორც “კახეთის ხმა” ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემა განუცხადა, სამუშაოების შეჩერების მიზეზი წინა კვირას გზის 36-ე კვლავ ჩამოწოლილი ზაზვი გახდა. ვაჟა ნასყიდაშვილი ვარაუდობს, რომ თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა 8 ივნისს აღდგება.
“ამჟამად თუშეთის გზის 35 კილომეტრიანი მონაკვეთი მეწყერისა და ქვა-ღორღისგან იწმინდება. 36-ე კილომეტრიდან კი სამუშაოები შეჩერებულია, რადგან ზვავია ჩამოწოლილი. სამუშაოები სავარაუდოდ ამ კვირაში განახლდება. გზის გახსნის ბოლო თარიღი 8 ივნისია, თუმცა ამასაც ზუსტად ვერ გეტყვით”, – განაცხადა ვაჟა ნასყიდაშვილმა.
ცნობისთვის, თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს 6 თვის განმავლობაში იკეტება. საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებსა და მთებზეა გაჭრილი და ის ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. ზამთარში თუშეთან დაკავშირება მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.