ონლაინ გაყიდვების მხარდასაჭერად ვებინარი გაიმართება
,,მედია ცენტრი კახეთის” ორგანიზებით, ხვალ, 18 მაისს თემაზე ,,ონლაინ გაყიდვები-გამოცდილების გაზიარება” ვებინარი გაიმართება.
არასამთავრობო ორგანიზაციაში ,,მედია ცენტრი კახეთი” აცხადებენ, რომ ონლაინ შეხვედრა გაიმართება პროგრამა ზუმის მეშვეობით.
,,შეხვედრაზე საუბარი შეეხება ონლაინ გაყიდვების მნიშვნელობასა და ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე. ამ მიმართულებით აქტიურად მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენელი და წარმატებული ფერმერი დაინტერესებულ პირებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ”,-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მათივე თქმით, ეს ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მესამე ვებინარია.
შეხვედრა 13:50 საათზე დაიწყება და 1 საათი გაგრძელდება.
დაინტერესების შემთხვევაში შემოგვიერთდით ზუმში:
Meeting ID: 595 684 2911
Password: 5ud5Wi
ვებინარი ტარდება NDI-ის პროექტის – ,,მეწარმე ქალთა კლუბი 2“ – ის ფარგლებში.