კახეთში 103 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში 103 პირის ბიოლოგიური ნიმუშები გამოიკვლიეს და არცერთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ნელი ხიზანიშვილის თქმითვე, დამარჩენი პირების კვლევის ნიმუშები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
,,ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.
ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები. 16 მაისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 113 ნიმუში. 103 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. ასევე ნეგატიურია 15 მაისის ყველა ნიმუშის პასუხიც. 16 მაისის დანარჩენი ნიმუშის შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2775 ნიმუში, აქედან 963 მედპერსონალია, 815 კარანტინში მყოფი პირი და 149 შშმ პირი”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.