ახალი ამბები

კახეთში ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები იწყება

კახეთის რეგიონში ტყის ეროვნული აღრიცხვის სამუშაოები მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამი კომპანია საქართველოს 4 რეგიონში განახორციელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ტყის მახასიათებლებზე მონაცემები შეგროვდება 1078 ჯგუფზე.

ერთი ჯგუფი განსაზღვრული ზოლია, რომელიც სამ სანიმუშო ანუ საცდელ წერტილს მოიცავს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებზე დასაქმდება 48 ადამიანი, მათ შორის, 24 მეტყევე სპეციალისტი და 24 სტუდენტი.

,, ტყის ეროვნულ აღრიცხვას კოორდინაციას ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტი უწევს. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებაზე.
საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის მიზნებია: ტყის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების დადგენა ქვეყნის მასშტაბით; ტყის მახასიათებლებზე უწყვეტი მონიტორინგისთვის ქსელის დაარსება; კვლევების ხელშეწყობა და კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება;
ანგარიშგება ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე; პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა სარწმუნო ინფორმაციით უზრუნველყოფა.
საქართველოს მასშტაბით, სულ განისაზღვრა 2020 კლასტერი, რომლებიც გადანაწილებულია რეგიონების მიხედვით”, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვა 2018 წელს დაიწყო.