ახალი ამბები

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 2603 ნიმუში გამოიკვლიეს

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად, დღემდე, 2603 ნიმუშია გაგზავნილი, საიდანაც 2586 ტესტირების შედეგია ცნობილი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, კორონავირუსი მხოლოდ ორ მედიკოსთან დაუდასტურდა, თუმცა განმეორებითი კვლევებით აღმოჩნდა, რომ ისინი კოვიდ 19-ის მატარებლები არ არიან. ნელი ხიზანიშვილმა აღნიშნა, რომ კახეთის რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კვლავ სტაბილურია და ახალი ვირუსილი ინფექციის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.

“ამჟამად კახეთი კვლავ ინარჩუნებს მწვანე ზონის სტატუსს და კორონავირუსის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ არის. თვითიზოლაციაში იმყოფება 17 მოქალაქე. 18 ადამიანს მოეხსნა სპეციალისტების მეთვალყურეობა. კარანტინის სივრცეებში, 10 ლოკაციაზე, მოთავსებულია 406 მოქალაქე. კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2603 ნიმუში, საიდანაც 915 მედპერსონალს ეკუთვნის, 784 – კარანტინში მყოფი მოქალაქეებს. გარდა ამისა, კორონავირუსზე გამოიკვლიეს საბაჟოს 74 თანამშრომელი და 110 შშმ პირი”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.