კახეთში კორონავირუსზე 110 შშმ პირი გამოიკვლიეს
კახეთში მაღალი რისკ ჯგუფების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ტესტირება გრძელდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის განმარტებით, დღემდე რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 110 შშმ პირის ნიმუში გამოიკვლიეს.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, “კოვიდ 19” არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
მისივე თქმით, დღემდე ლუგარის ცენტრში რეგიონიდან 2603 ნიმუში გამოიკვლიეს.
“კახეთის რეგიონში მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების გამოკვლევა, კერძოდ სამედიცინო პერსონალის, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლების, შშმ პირების, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარების, მათი მომვლელების, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების, კარანტინში მყოფი პირების და საბაჟოს თანამშრომლების. კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2603 ნიმუში, საიდანაც 915 მედპერსონალს ეკუთვნის, 784 – კარანტინში მყოფი მოქალაქეებს. გარდა ამისა, კორონავირუსზე გამოიკვლიეს საბაჟოს 74 თანამშრომელი და 110 შშმპირი”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია და ამ დრომდე კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა ფიქსირდება.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 671-მდე გაიზარდა, საიდანაც 393 გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.