კახეთში კორონავირუსზე ტესტირება 905 მედიკოსს ჩაუტარეს
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღემდე 905 მედპერსონალის ბიოლოგიურ ნიმუში გაიგზავნა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, კორონავირუსი PCR მეთოდით ჩატარებული კვლევით მხოლოდ ორი მედიკოსს დაუდგინდა. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, განმეორებითი PCR მეთოდით ჩატარებულმა ტესტირებამ და სიღრმისეულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმი და საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსის ექთანი ახალი ვირუსული ინფექციის მატარებლები არ არიან.
“კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში კორონავირუსზე 905 მედპერსონალი გამოიკვლიეს. ისინი არიან მაღალი რისკ ჯგუფში და ექიმებს კორონავირუსზე არა მხოლოდ კახეთში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით იკვლევენ”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია და ამ დრომდე კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ არის.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 652 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 383 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 გარდაიცვალა.