კახეთის გუბერნატორმა ყვარელში ფერმერებს სოფლის მეურნეობის ანტი-კრიზისული გეგმა გააცნო
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ყვარელში ფერმერებს შეხვდა.
ირაკლი ქადაგიშვილმა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ფერმერებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით მთავრობის ანტი- კრიზისული გეგმა გააცნეს და მათგან საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, აგრარული მიმართულებით ანტი-კრიზისულ გეგმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კახეთში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და აღნიშნული პროგრამა თითოეული ფერმერისათვის სტიმულის მიმცემი იქნება.
„როგორც მსხვილი, ასევე საშუალო და მცირე კატეგორიის ფერმერი ამ ხელშესახები პროგრამის სიკეთის მიმღები გახდება“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ფერმერების განცხადებით, მისასალმებელია მთავრობის მხრიდან ამ პროგრამის განხორციელება, რადგან ბევრ ახალგაზრდას ფერმერული საქმიანობის წამოწყებისათვის მოტივაცია გაუჩნდება.