ახალი ამბები

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღემდე 2486 ნიმუში გაიგზავნა

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირსზე დღემდე 2486 ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც 2468 ბიოლოგიური მასალის ტესტირების შედეგია ცნობილი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, კორონავირუსი მხოლოდ ორ მედიკოსს დაუდასტურდა, თუმცა განმეორებითი კვლევებით მათ კოვიდ 19-ით ინფიცირება არ დაუდგინდათ. ნელი ხიზანიშვილმა აღნიშნა, რომ გუშინ ლუგარის ცენტრში კორონავირუსზე კახეთიდან 192 მოქალაქის ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც 105 ტესტირების შედეგია ცნობილი და ყველა უარყოფითია.

“თვითიზოლაციაში იმყოფება 33 მოქალაქე, 4 მოქალაქეს კი მოეხსნა ეს რეჟიმი. 11 ლოკაციაზე, კარანტინში, 440 ადამიანია მოთავსებული. ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. გარდა ამისა, მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების გამოკვლევა, კერძოდ სამედიცინო პერსონალის, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლების, შშმ პირების, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარების, მათი მომვლელების, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების, კარანტინში მყოფი პირების და საბაჟოს თანამშრომლების.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2486 ნიმუში, აქედან 905 მედპერსონალს ეკუთვნის, 736 – კარანტინის სივრცეში მყოფ პირებს, 74 – საბაჟოს თანამშრომლებს 85 კი – შშმ პირებს”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.