კახეთმა ე.წ. მწვანე ზონის სტატუსი კვლავ დაიბრუნა
კახეთმა მწვანე ზონის სტატუსი დაიბრუნა და რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია.
ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმს, რომელსაც კორონავირუსი PCR ტესტირებამ დაუდგინა, განმეორებით ჩატარებულმა კვლევებით ახალი კოვიდ 19 არ დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუშინ რეგიონიდან გაგზავნილი 82 ნიმუშიდან 70 საკვლევი მასალის პასუხია და ყველა შემთხვევაში ტესტირების შედეგი უარყოფითია.
“კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია და ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმიც არ არის კორონავირუსით ინფიცირებული, რომელიც დაადასტურა როგორც ორჯერ განმეორებით ჩატარებულმა PCR ტესტირებამ, ისე გაღრმავებულმა კვლევებმა. ამ დრომდე რეგიონში კოვიდ 19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.