ახალი ამბები

თელავში მოხალისე გოგონები ხანდაზმული მოქალაქეების დახმარებას ხვალიდან განაგრძობენ

თელავში მოხალისე გოგონებისგან შემდგარი ჯგუფი ხანდაზმული მოქალაქეებს კვლავ დახმარებიან.

ისინი უკვე 200-ზე მეტ მოქალაქეს დაეხმარნენ, თუმცა აქცია ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრების გამო შეწყვიტეს. როგორც “კახეთის ხმას” ერთ-ერთმა მოხალისემ სოფო სუხიტაშვილმა განუცხადა, საქველმოქმედო აქციებს ხვალიდან განაახლებენ.

“ორშაბათიდან უნდა გაგვეახლებინა მოქალაქეების დახმარება, თუმცა პრობლემების გამო ვერ შევძელით. მარაგს მოვიმარაგებთ და ხვალიდან დავიწყებთ დახმარებას”,
განუცხადა knews-ს სოფო სუხიტაშვილმა