ახალი ამბები

ჩაღრმავებული კვლევების შედეგად ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსის სხვა ტიპიც არ აღმოაჩნდა

გუშინ დასრულდა ყვარლის სასწრაფო დახმარების მედიკოსის ჩაღრმავებული კვლევები, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, მედიკოსს კოვიდ 19-ის გარდა, იკვლევდნენ კორონავირუსის სხვა სახეებზეც, თუმცა ჩაღრმავებულმა კვლევებმა ვირუსული ინფექციის არც სხვა ტიპებით მედიკოსის ინფიცირება არ დაადასტურა.
“რადგან PCR მეთოდით ჩატარებულმა პირველმა ტესტირებამ დადებითი, ხოლო განმეორებით ჩატარებულმა ორმა კვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა, მედიკოსებმა გადაწყვიტეს ჩაღრმავებული კვლევის ჩატარება. ექიმებმა გამოიკვლიეს სასწრაფო დახმარების მედიკოსს ხომ არ ჰქონდა კორონავირუსის სხვა სახე, თუმცა არც ეს აღმოჩნდა. ასე რომ ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმი კორონავირუსით ინფიცირებული არ არის”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია და კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.