ახალი ამბები

კახეთში 4 საკარანტინე სივრცე 50-მა პირმა დატოვა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საკარანტინო სივრცეები კახეთში კიდევ 50-მა პირმა დატოვა.

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და სრულიად ჯანმრთელები დაუბრუნდენ ოჯახებს.

მისივე თქმით, იმ სივრცეებში, სადაც აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.

,,საკარანტინე სივრცეები კიდევ 50-მა ადამიანმა დატოვა. მათი სახლებში გადაყვანა სპეციალური ტრანსპორტით მოხდა. ამის პარალელურად მოხდა აღნიშნულ სივრცეებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება.

გარდა ამისა, საკარანტინე სივრცის დატოვებამდე ყველა პირს უტარდება PCR ტესტირება, რომ ყველაფრისგან ვიყოთ დაზღვეული.
ამ სამუშაოების განხორციელებაზე მართალია დიდი თანხები იხარჯება და ეს სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა, მაგრამ ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად ეს მნიშვნელოვანია,”– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

ავტორი: მაკა ხაზიური