კახეთში 207 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ 143 ნიმუში გაიგზავნა, საიდანაც კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზო გადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ასევე უარყოფითია 4 მაისს ჩატარებული 64 ტესტის პასუხი. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კარანტინში იმყოფება 549 მოქალაქე, ხოლო თვითიზოლაციაში რჩება 30-მდე ადამიანი.
“საკარანტინე ზონებიდან და ცხელების ცენტრებიდან ლუგარის ლაბორატორიაში ნიმუშები ყოველდღიურად იგზავნება. კარანტინში გამოვიკვლიეთ უკვე 292 ადამიანი, თუმცა “კოვიდ 19″ არც ერთ მათგანს არ დაუდგინდა. კარანტინში მყოფი ყველა მოქალაქე გამოკვლეული იქნება კორონავირუსზე, სანამ ისინი საკარანტინე სივრცეს დატოვებენ”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილი.
ცნობისთვის, ყვარლის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს ახალი კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ PCR ტესტირებით დაუდგინდა, თუმცა განმეორებითი კვლევებით „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. კახეთში, ამ საეჭვო შემთხვევის გარდა, კორონავირუსის არც ერთი ლაბორატორიულდ დადასტურებული ფაქტი არ ფიქსირდება.