ახალი ამბები

ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმი ბოჭორიშვილის კლინიკას დღეს დატოვებს

ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელიც თბილისში, ბოჭორიშვილის საავადმყოფოშია მოთავსებული, კლინიკას დღეს დატოვებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მედიკოსს PCR-ის პირველი ტესტირებით კორონავირუსი დაუდასტურდა, ხოლო დანარჩენი ორი კვლევის მიხედვით მას კოვიდ 19 არ აქვს. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ექიმს ჩაღრმავებული კვლევა უტარდება.
“მედიკოსს იკვლევენ სხვა კორონავირუსზე, რადგან PCR-ის პირველმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ის კლინიკას დღეს დატოვებს და საკარანტინო სივრცეში გადავა. დარჩება თუ არა ის კარანტინში იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი იქნება ჩაღრმავებული კვლევის პასუხი”, – აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, კახეთში ამ საეჭვო შემთხვევის გარდა, კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი ფაქტი არ ფიქსირდება