თუშეთის გზაზე მეწყერში მოყოლილ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ
თუშეთის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის ქვეშ მოყოლილ ერთ ადამიანს სამაშველო ბრიგადები ამ დრომდე ეძებენ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ვითარება არ შეცვლილა და სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე მეწყერი გუშინ საღამოს ჩამოწვა, რომელმაც, წინასწარი ინფორმაციით, 2 ადამიანი მოიყოლა. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც თავის, თვალისა და ქვედა კიდურის არეში ტრავმა აღენიშნებოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.