ახალი ამბები

შეინარჩუნებს თუ არა კახეთის ე.წ. მწვანე ზონის სტატუსს, დღეს გახდება ცნობილი

ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი აღმოაჩნდა, PCR ტესტირებით “კოვიდ 19” არ დაუდასტურდა.

ექიმს ჩაღრმავებული კვლევა უტარდება. საბოლოო პასუხი სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა 3 მაისს განაცხადა, რომ ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგებმა მასთან კონტაქტში მყოფი 147-მდე მოქალაქე. ყველა მათგანს ჩაუტარდა ტესტირება, თუმცა არც ერთს კოვიდ 19 არ აღმოაჩნდა.