თუშეთის გზაზე მეწყერის ჩამოწოლის დროს მოყოლილი მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება
რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ, ცუდი ხილვადობის გამო ფშაველი- აბანო – ომალოს დამაკავშირებელ გზაზე 62 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ცოტა ხნის წინ შეწყდა.
როგორც “კახეთის ხმას” ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ განუცხადა, სამაშველო ოპერაცია ხვალ დილიდან ისევ განახლდება.
ვანო ნასყიდაშვილის ინფორმაციით, შემთხვევის დროს გადარჩენილი 55 წლამდე მამაკაცი ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს. მას ფეხის გარეშე მოტეხილობა აღენიშნება.
“არაფერი აღარ ჩანდა და მეშველებმა შეწყვეტეს 62 წლის მამაკაცის ძებნა. ის თუშეთის გზის გაწმენდის სამუშაოების განხორციელების მიზნით დროს ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი იყო. მეწყერი ე.წ. ცოდვიანთ ხევთან ჩამოწვა”, – განაცხადა ვანო ნასყიდაშვილმა.
ცნობისთვის, თუშეთის გზის 36-ე კილომეტრზე მოხდა. მეწიმ დროს ჩამოწვა, როცა კომპანია “თუშეთის გზის” თანამშრომელები გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ.