თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე მეწყერმა რამდენიმე ადამიანი მოიყოლა
ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მეწყერმა სამი ადამიანი მოიყოლა.
“კახეთის ხმის” ინფორმაციით, ჩამოშლილი ქვაღორღიდან ადგილობრივებმა ერთი ადამიანის ამოყვამა შეძლეს, თუმცა დანარჩენებს ამ დრომდე ვერ პოულობენ. შემთხვევის ადგილზე მიემართება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე სახანძარო-სამაშველო მანქანა. შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე მოხდა.
“კახეთის ხმა” არკვევს მომხდარის დეტალებს და უახლოეს ინფორმაციას ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.