გურჯაანის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი 14 000 პირს ჩაუტარდა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ თერმოსკრინინგი ამ ეტაპისთვის 14 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა.
უწყების ინფორმაციით, ამ დრომდე საეჭვო სიმპტომები არცერთ მოქალაქეს არ გამოუვლინდა.
,,თერმოსკრინინგს მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და ა(ა)იპების თანამშრომლები ახორციელებენ.
პირველ ეტაპზე თერმოსკრინინგი ჩატარდა მაღაზიებთან, აფთიაქებთან, ბანკებთან.
მეორე ეტაპზე კი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მოქალაქეებს სახლებში ეწვივნენ, სადაც თითოეულ მათგანს უტარდება თერმოსკრინინგი.
ეს პროცესი ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება”, – აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.