ყვარელში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის 100-ზე გაცილებით მეტი კონტაქტია გამოკვლეული და ყველა ტესტირების შედეგი უარყოფითია
ყვარელში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის 100-ზე გაცილებით მეტი კონტაქტია გამოკვლეული “კოვიდ” 19-ზე, – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი. როგორც “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, ყველა მათგანის ტესტირების შედეგი ნეგატიურია.
“გრძელდება 50 წლის მედიკოსის სიღმისეული კვლევა, რომელიც კახეთის რეგიონში პირველი ინფიცერებულია და ამჟამად თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს. მასთან კონტაქტში მყოფი 100-ზე გაცილებით მეტი მოქალაქის საკვლევი მასალის პასუხია ცნობილი. არც ერთს კორონავირუსი სრ დაუდასტურდა. ექიმის დაინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, მედიკოსს კორონავირუსი სამი დღის წინ დაუდასტურდა. ეს კახეთის რეგიონში კოვიდ 19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევაა. 50 წლის ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას დაავადებისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნება.